უახლესი,  ინოვაციური   აპარატურით აღჭურვილი თვალის ლაზერული ცენტრი iMED მდებარეობს ბათუმში. 

დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, ეს თვალის ერთადერთი კლინიკაა, რომელიც პაციენტებს სათვალისა და კონტაქტური ლინზისგან გათავისუფლებას სრულიად უმტკივნეულოდ, ულტრათანამედროვე მეთოდით: ექსიმერ ლაზერის საშუალებით სთავაზობს. LASIK მხედველობის ლაზერული კორექცია LASIK ჩვენს კლინიკაში 2015 წლიდან   კეთდება.
 დღეისთვის, მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია — სათვალისა და კონტაქტური ლინზისგან გათავისუფლების ყველაზე პოპულარული და უმტკივნეულო მეთოდია.

 აჭარაში პირველად 2000 წელს დაინერგა კატარაქტის ოპერაცია ინტრაოკულარული ლინზის იმპლანტაცია; გაკეთდა ბადურის ფოტოკოაგულაცია;

 2007 წლიდან, ჩვენთან, პირველად დასავლეთ საქართველოში დაინერგა და დღემდე კეთდება კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია (კატარაქტის ოპერაციის უნაკერო მეთოდი) დღემდე გაკეთებულია 10 000-მდე კატარაქტის ოპერაცია.

 2014 წლიდან კეთდება გლაუკომის ოპერაცია Express შუნტის იმპლანტაცია, ეს არის გლაუკომის თანამედროვე, ნაკლებ ინვაზიური მეთოდი, რომლის დროსაც მინიმუმამდეა დაყვანილი პოსტოპერაციული გართულებები.