კატარაქტა


კატარაქტა უძველესი დროიდან ცნობილი დაავადებაა, რომელსაც ძველი ბერძნები“ჩანჩქერს” უწოდებდნენ.
კატარაქტა არის ბროლის ნაწილობრივი ან სრული შემღვრევა. ბუნებრივი ბროლი უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა გარდატეხოს და გაატაროს სხივები ბადურაზე. ბროლის გამჭვირვალობის დაქვეითება ვლინდება მხედველობის თანდათანობითი გაუარესებით მის სრულ დაკარგვამდე.


კატარაქტის განვითარების მიზეზები და რისკის ჯგუფები:

  • ასაკოვანი პაციენტები - ასაკობრივი კატარაქტა (90%)
  • ტრავმის შემდგომი კატარაქტა - ტრავმული კატარაქტა (4%)
  • რადიაციული დასხივების შემდგომი კატარაქტა (3%)
  • ახალშობილები - თანდაყოლილი კატარაქტა (3%)
კატარაქტის განვითარებას ხელს უწყობს ენდოკრინული დარღვევები (დიაბეტი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა), ავიტამინოზი, არახელსაყრელი ეკოლოგიური პირობები, ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი მიღება, ბოლო კვლევების საფუძველზე მივიდნენ დასკვნამდე, რომ თამბაქოს აქტიური მოხმარებაც შეიძლება გახდეს კატარაქტის გამომწვევი მიზეზი.

კატარაქტის ნიშნები და სიმპტომები:

  • გადღაბნილი მხედველობა;
  • გამოსახულების გაორება;
  • მხედველობის სიმახვილის დაქვეითება შორ მანძილზე, ხოლო ახლო მანძლზე შესაძლოა დროებით გაუმჯობესდეს მხედველობა ბროლის ნივთიერების გაჯირჯვების ხარჯზე;
  • ფერების აღქმის ცვლილება
  • \"ჰალოს\" გაჩენა სინათლის წყაროს ირგვლივ, განსაკუთრებით საღამოს.

დიაგნოსტიკა:

კატარაქტის დიაგნოსტირება ძირითადად ხდება ნაპრალოვანი სანათით, ბიომიკროსკოპიის საშუალებით, ასევე მნიშვნელოვანია: მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა, თვალის ფსკერის დათვალიერება, თვალშიდა წნევის განსაზღვრა, პერიმეტრია. ხდება ხელოვნური ბროლის გამოთვლა სპეციალური თანამედროვე აპარატის ოპტიკური ბიომეტრის საშუალებით.

მკურნალობა:

კატარაქტის მკურნალობის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობა არის მიკროქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც ხდება ხელოვნური ინტრაოკულური ბროლის ჩასმა, ბუნებრივი ბროლის ადგილას. დღესდღეობით კატარაქტის ოპერაციის დროს შეგვიძლია შევარჩიოთ ბროლები, რომელთა საშუალებითაც პაციენტს ოპერაციის შემდეგ აღარ დაჭირდება სათვალე, არც შორისთვის, არც საკითხავი. გადაწყვეტილების მიღება ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის სურვილიდან გამომდინარე. ოპერაცია არის მაღალტექნოლოგიური. ჩვენს კლინიკაში კატარაქტის ოპერაცია კეთდება ფაკოემულსიფიკაციის მეთოდით. პროცედურა არის უნაკერო, სრულიად უმტკივნეულო, გაუტკივარება ხდება წვეთების საშუალებით და გრძელდება 10-15 წუთი. ოპერაციის შემდგომ პაციენტი ბრუნდება სახლში, მეორე დღიდანვე უბრუნდება ჩვეულ ცხოვრების რიტმს. 




გამოყენებული მასალა

იხილეთ აგრეთვე